რეგიონი
მესტიაში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
მესტიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სტიქიამ საგზაო ინფრასტრუქტურა, შიდა სასოფლო გზები, ხიდები, ნაპირსამაგრები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები დააზიანა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კალა-უშგულის გზაზე ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და სავალი ნაწილი ნაწილობრივ აღდგენილია. გზის აღნიშნული მონაკვეთი მეწყერის ჩამოწოლის გამო ჩაკეტილი იყო. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ბოძების დაზიანების შედეგად ხაიშის თემში შემავალ ხუთ სოფელს ამ დროისთვის ელექტოენერგია არ მიეწოდება.

მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი ხელმძღვანელბს. დილიდანვე მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია.


Print