რეგიონი
თენგიზ ჯგუშია: ბესიკ ჯგუშია კონტრაბანდული სქემის გაშიფვრას შეეწირა (ვიდეო)
„ბესიკ ჯგუშიამ სამეგრელოში ოკუპირებული აფხაზეთიდან კონტრაბანდული სიგარეტების შემოტანის კონკრეტული ფაქტები მოიპოვა და მასალები შესაბამის უწყებებთან გადააგზავნა, რასაც შეეწირა“ - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და გარდაცვლილის მეგობარმა თენგიზ ჯგუშიამ საკუთარ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მას აღნიშნულ საკითხზე თბილისში პრესკონფერენციზე უნდა ესაუბრა, თუმცა, მისივე განმარტებით, ჟურნალისტებთან საუბარი ბესიკ ჯგუშიას დაღუპვის გამო ვერ მოახერხა.

ფაქტია, რომ ეს იყო პროფესიონალურად დაგეგმილი აფეთქება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ამ ფაქტებს უკავშირდება. მისი დაღუპვა არის პირდაპირი შედეგი ჩემი და მისი ბრძოლისა ადგილობრივი ხელისფლების კრიმინალური სქემის წინააღმდეგ. ეს მასალები მომაკვდინებელია გუბერნატორისთვის და მისი კრიმინალი მეგობრის დათო შენგელიასთვის”, - განაცხადა ჯგუშიამ.

მან ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ ბესიკ ჯგუშია „ფეისბუკზე“ მანანა ლაგვილავას ფსევდონიმით პოსტავდა, რომელშიც ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებსა და სუს-ის თანამშრომლებს ამხელდა.

გარდა ამისა, ჯგუშიას განმარტებით, "თავისუფალი საქართველო" ბესიკ ჯგუშიას ზუგდიდის მერობის კანდიდატად წარდგენასაც გეგმავდა.

ჯგუშია ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებისგან მისი და ბესიკ ჯგუშიას ოჯახების უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს.

თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში "თავისუფალი საქართველოს" წევრის ბრალდებებს „ზღაპრებს“ უწოდებენ და კომენტარს არ აკეთებენ.


ზუგდიდში, დგებუაძის ქუჩაზე საწყობში აფეთქების შედეგად ბესიკ ჯგუშია დაიღუპა.შს სამინისტროს ცნობით, აფეთქების ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა აღძრული, რაც ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამავე თემაზე: 

თენგო ჯგუშია: ბესიკ ჯგუშია მოკლეს

ზუგდიდში თამბაქოს საწყობის აფეთქების საქმის გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო

აფეთქების ადგილას ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს
Print