რეგიონი
ქვეყნის პირველი პირების რეიტინგი NDI-ის კვლევაში
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს.

აღნიშნული კვლევის თანახმად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობა მოსახლეობის 27%-ს მოსწონს, 15%-ს არ მოსწონს, 50% კი საშუალოდ აფასებს. პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას 25% დადებითად აფასებს, 14% კი პირიქით. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მუშაობას 15% იწონებს, 21% უარყოფითად აფასებს. თბილისის მერის, დავით ნარმანიას მუშაობა მოსწონს 8%-ს, 52%-ს კი არ მოსწონს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-დან 28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.

Print