რეგიონი
ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატში სამეგრელოს რეგიონმა ექვსი მედალი მოიპოვა
ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატში ექვსი მედალი სამეგრელოს რეგიონის ფედერაციამ მოიპოვა. 12 წლამდე გოგონათა შორის, ფოთის საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელმა მოჭადრაკეებმა პირველი ადგილი დიანა ლომაიამ და მეორე კი ელენე წოწონავამ მიიღეს. 12 წლამდე ჭაბუკთა შორის მეორე ადგილზე თეიმურაზ კვიკვინია გავიდა, იგი ფოთის საჭადრაკო სკოლას წარაოადგენდა. 16 წლამდე გოგონათა შორის, მეორე ადგილი ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელმა მაია ბეჭვაიამ მოიპოვა. მესამე ადგილზე, 8 წლამდე ჭაბუკთა შორის, სენაკელი გიორგი ჭანტურია გავიდა, ხოლო 18 წლამდე გოგონათა შორის მესამე ადგილის მფლობელი ფოთის საჭადრაკო სკოლის მოჭადრაკე ანი ჭანტურია გახდა.

ჩემპიონატზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის (ფედერაციის პრეზიდენტი გერმანე სალია) მოჭადრაკეებმა იმერეთისა და თბილისის ფედერაციების შემდეგ გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. 

საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში თავი გამოიჩინეს ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა:

1. ნიკოლოზ შამათავამ (პირველი ადგილი 10 წლამდე კატეგორიაში)
2. გრიგოლ ბეჭვაიამ (მესამე ადგილი 10 წლამდე კატეგორიაში)
3. ეკატერინე ბეჭვაიამ (მეორე-მესამე ადგილები გაიყო 14 წლამდე კატეგორიაში).



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.