რეგიონი
ყოფილი საჯარო მოხელეები: "სასამართლომ აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო "
ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებული გამგებლების საქმეზე გამოტანილ განაჩენს საია გაასაჩივრებს, - ამის შესახებ სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ საიას ადვოკატმა ჯემალ ჭკადუამ განაცხადა.

ეს ადამიანები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, შესაბამისად, მათ მიმართ იყო პოლიტიკური დისკრიმინაცია“, - განმარტა ჭკადუამ.

დღევანდელი გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან თავად ყოფილი საჯარო მოხელეები და სასამართლოს დამოუკიდებლობაში ეჭვი ეპარებათ. სოფელ დავითიანის ყოფილი გამგებლის ალიოშა ალანიას თქმით, მოსამართლემ აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საატესტაციო კომისისას გასაუბრების ხელახლა ჩატარების ვალდებულება დააკისრა.

იმ ადამიანებმა უნდა გამოგვცადონ თავიდან, ვინც ჩაგვჭრა? ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ“, - აღნიშნა ალანიამ.

რაც შეეხება კახა კვარაცხელიას, მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროცესის დაწყებამდეც სკეპტიკურად იყო განწყობილი და დღეს დადასტურდა, რომ სასამართლო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იქცა.

დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამგეობიდან გათავისფლებული საჯარო მოხელეების პროცესი დასრულდა. მოსამართლემ მათი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, სასამართლომ ბათილად ცნო ყველა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმად გათავისუფლდნენ საჯარო მოხელეები. შესაბამისად, გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მიმართ ხელახლა ჩაატაროს გასაუბრება. რაც შეეხება გათავისუფლების მოტივს, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამგებლები დაკავებული თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით არ გაუთავისუფლებიათ.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის 8 წარმომადგენელი დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. სოფლის ყოფილი გამგებლები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის სასამართლომ სოფლის გამგებლების გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო

გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას გამოაცხადებს (ვიდეო)

ზუგდიდში გათავისუფლებული გამგებლები დეპუტატს ზეწოლაში ადანაშაულებენ

ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე საკრებულოს თავმჯდომარეს 2 საათი კითხავდნენ (ვიდეო)

ყოფილი საჯარო მოხელეების 8 საათიანი სასამართლო სხდომა განაჩენის გარეშე დასრულდა (ვიდეო)
Print