რეგიონი
ფოთში კოღოების შეწამვლა მიმდინარეობს

ქალაქ ფოთში, წყალსატევები და დაჭაობებული ტერიტორიები ე.წ. თერმული ნისლით და ბიოლოგიური პრეპარატით მუშავდება. ტრანსმისიული დაავადებების

გადამტანი მწერების წინააღმდეგ ღონისძიების ჩასატარებლად ბიოინსექტიციდს იყენებენ, რომელიც სპეციალურად წყლის ზედაპირზე კოღოს მატლების გასანადგურებლად არის შექმნილი და 20-30 დღის განმავლობაში მოქმედებს.

კოღოებთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებს.

 

 

Print