რეგიონი
ზუგდიდში მამუკა ჩარკვიანის საღამო გაიმართება
21 მაისს 16 საათზე კულტურის ცენტრ ,,ოდიშში’’  მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო ,,ყველა გიტარას მე დავარქმევ სახელს მამუკას’’ ჩატარდება. კონცერტში მონაწილეობენ: დათუნა მგელაძე, გიორგი ადამაშვილი, გიორგი ჩიქოვანი, გიორგი მეფისაშვილი, ანა სირაძე, ლენკა ზვიადაძე და სხვები. ღონისძიების წამყვანი იქნება ზურაბ ყიფშიძე.

კონცერტის ორგანიზატორია შემოქმედებითი გაერთიანება ,,ფორტუნა 97’’. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია რადიო ,,ათინათი’’.

ბილეთის ფასი 10 ლარია, მის დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე : 591 26 26 32

Print