რეგიონი
რაულ ხაჯიმბა სოხუმში გაეროს წარმომადგენელს შეხვდა
გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი ნილს სკოტი სოხუმში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთი მზადაა დიალოგისთვის და იმ საკითხების კონსტრუქციული განხილვისთვის, რომლებიც "რესპუბლიკის" ინეტერსებს შეეხება. UNDP - ის მუდმივმა წარმომადგენელმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაეროს განვითარების პროგრამა არაერთ პროექტს ახორციელებს აფხაზეთში, რომელთაც მისი აზრით, დიდი სარგებლობა მოაქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ხაჯიმბას თქმით, „აფხაზეთში დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარებას“ და აღნიშნა, რომ გაერომ უფრო მეტად უნდა შეუწყოს ხელი ამ პროცესს.

დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ „საქართველო საბოლოო ჯამში იძულებული იქნება მიიღოს შექმნილი პოლიტიკური რეალიები და ითანამშრომლოს აფხაზეთთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან“.

ნილს სკოტთან საუბრისას ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვან დახმარებას მათ რუსეთის ფედერაცია უწევთ. თუმცა, მისივე თქმით, ეს ვერ გაგრძელდება მუდამ, ამიტომ „ეკონომიკის და ფინანსური სისტემის ეფექტური გავითარებისთვის, საჭიროა ახალი პირობების შექმნა.


Print