რეგიონი
არტ-გალერეაში ეროვნული სამოსი და ქართული კერძები გამოიფინა (ვიდეო)
ეროვნული სამოსის დღე ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრის წევრებმაც აღნიშნეს. მათ ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში ეროვნული სამოსი, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეები და მეგრული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძები გამოფინეს. ახალგაზრდებს ადგილობრივი შემსრულებლები შეუერთდნენ და ქართული ფოლკლორული სიმღერები და ხალხური ცეკვები ერთად შეასრულეს.

“ეროვნული სამოსის დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მის აღსანიშნავად განსაკუთრებით ვემზადებოდით“, - აღნიშნეს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა.

ცნობისთვის, საზოგადოების მიერ თვით ორგანიზებული ეროვნული სამოსის დღე წელს სქართველოში მეორედ აღინიშნება.


Print