რეგიონი
ჩხოროწყუში ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს
ჩხოროწყუს რაიონში არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. გავრცელებულ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საქმე სსკ-ის 141-ე მუხლითაა აღძრული, მცირეწლოვანი გოგონა კი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. შემთხვევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
Print