რეგიონი
ენგურის ხიდზე აფხაზეთობა აღნიშნეს (ვიდეო)
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან 1 მაისს დაწყებული მსვლელობა დღეს ენგურის ხიდზე დასრულდა, სადაც წირვა აღევლინა. მსვლელობას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე, აფხაზეთის ავატონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი მრევლიც შეუერთდნენ. მათ აფხაზებს აფხაზეთობაც მიულოცეს.

„ვულოცავთ ჩვენს ძმებს, აფხაზებს. სვიმონ კანანელს ვავედრებთ, რომ ჩვენ შორის ისეთივე სიყვარული და პატივისცემს იყოს, როგორც საუკუნეების განმავლობაში იყო და ცუდი მიეცეს დავიწყებას“, - აღნიშნეს სასულიერო პირებმა.

პატრიარქის ინიციატივით, აფხაზეთობა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, 23 მაისს სამი წლის წინ დაწესდა.



Print