რეგიონი
მერაბ ქვარაია: მუნიციპალიტეტების გაერთიანებით ტრაგიკული არაფერი ხდება
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მზად არის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ დაინტერესებულ პირებს შეხვდეს, - ამის შესახებ მან რადიო „ათინათს“ განუცხადა.

ქვარაიას თქმით, მაღალი საზოგადოებირვი ინტერესიდან გამომდინარე, ის განცხადებას გაავრცელებს და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებსაც გაესაუბრება.




ფოტო: ზუგდიდის მერია

„მე არ მინახავს დოკუმენტი, რომელსაც საკრებულოს წევრებმა დაუჭირეს მხარი, თუმცა, თვალყურს ვადევნებ პროცესებს. მინდა, დავამშვიდო ყველა, მათ შორის, ზუგდიდელები და ვუთხრა მათ, რომ არაფერი ტრაგიკული და აპოკალიფსური არ ხდება და არც მოხდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსალოდნელი ცვლილებები იყოს გასაგები და ყველამ იცოდეს, რომ ისინი მიმართულია ქალაქების საკეთილდღეოდ “, - აღნიშნა ქვარაიამ.

მან დამატებით კითხვებს არ უპასუხა და აღნიშნა, რომ დეტალებს ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ მოგვიანებით გაავრცელებს.

ამავე თემაზე:

ბიუროს გახსნაზე ქვარაიას კითხვები თვითმმართველობის რეფორმაზეც დაუსვეს (ვიდეო)

ზუგდიდელი დეპუტატების მოსაზრებები მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანებაზე
Print