რეგიონი
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლებას ზეიმობს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა ტარდება. უფლის ამაღლების დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს.

წმიდა სახარების მიხედვით, ქრისტე მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.

აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეებს მაცხოვარი გამოეცხადათ. ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა.

Print