რეგიონი
მსოფლიო ბანკის ექსპერტმა ზუგდიდელ მეწარმეებს ტრენინგი ჩაუტარა (ვიდეო)
ზუგდიდში ადგილობრივ მეწარმეებს მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ. ღონისძიება ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა.

აღნიშნულ შეხვედრას მსოფლიო ბანკის ექსპერტი ალექსი ვოლინეტი უძღვებოდა. ბიზნესგაერთიანების ვიცე პრეზიდენტის დანიელ გახარიას თქმით, აღნიშნული ტრენინგების მიზანია ამ სფეროში არსებული და აპრობირებული მეთოდების გაცნობა, რაც ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„მეწარმეები მიიღეეს ინფორმაცის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განავითარონ ბიზნესი. მართვა მართვის გარეშე - ეს არის ახალი უნიკალური სიტყვა, მათთვის ვისაც მცირე ბიზნესი აქვს და საკუთარი შესაძლებლობებით სურს გაფართოება“, - აღნიშნა დანელიამ.

აღნიშნული ტრეინინგი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ტექნოპარკში გაიმართა. მას ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეები დაესწრნენ.



Print