რეგიონი
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26-ედ აღნიშნავს. ქვეყნის მასშტაბით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. რადიო ,,ათინათი’’ გთავაზობთ ქალაქ ზუგდიდის ღონისძიებების განრიგს:





ქალაქი ზუგდიდი


10:00 - ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ილია ჭავჭავაძისა და სპირიდონ კედიას ძეგლების ყვავილებით შემკობა

10:00 – 18:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა - ზუგდიდის ცენტრალური მოედანი

10:00 -18:00 - გარემოს დაცვის სამინისტრო - „იზრუნე გარემოზე“, საბავშვო გასართობი სივრცე (კონცერტი,ორიგამების ნატვრის ხის ინსტალაცია, ყვავილებისა და ნერგების კუთხე, ხელოვნური შადრევანი) ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიმდებარე ტერიტორია

11:00 -15:00 - სპორტული ღონისძიებები (ტანვარჯიში, კრივი, ძიუ-დო, მაგიდის ჩოგბურთი, გრეხეთბოლი, ჭადრაკი, ნარდი) ცენტრალური ბულვარი

11:00 -13:00 - ასფალტზე ხატვა, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი, ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია

11:00 -14:00 - კონცერტი, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური მოედანი

12:00 - ველორბოლა, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი

12:00 - კლასიკური მუსიკის კონცერტი, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი

12:00-18:00 - ჯანდაცვის სამინისტრო - საინფორმაციო, სანახაობრივი ღონისძიებები (С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი, სიმულაციური სწავლება პირველად სამედიცინო დახმარებაში, გასართობი კუთხე სათამაშო-სამედიცინო აღჭურვილობით) ცენტრალური მოედანი

12:00 -14:00 - „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა, ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი

12:00 -15:00 - „ჩემი ვეფხისტყაოსანი“ ქალაქ ზუგდიდის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი, არტ გალერეის მიმდებარე ტერიტორია

13:00 -15:00 - ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი,კინოთეატრ „ატრიუმის“ წინ

17:00 - ზუგდიდელი მხატვრის ელენე ფიფიას გამოფენის გახსნა, არტ გალერეა.

21:00 - გალა-კონცერტი

წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლოზუნგით - ,,მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ'' იმართება. 

Print