რეგიონი
ზუგდიდში კოსტავას, გამსახურდიას და ჭავჭავაძის ძეგლები ყვავილებით შეამკეს (ვიდეო)
ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და ილია ჭავჭავაძის ძეგლები ყვავილებით შეამკეს. მათ მოსახლეობას 26 მაისი მიულოცეს და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.








აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ქალაქში დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.



ცნობისთვის, წელს საქართველო დამოუკიდებლობას 26-ედ აღნიშნავს. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლოზუნგით - ,,მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ'' იმართება.

ამავე თემაზე: 
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა




Print