რეგიონი
გარემოს დაცვის სამინისტროს „რუსთაველის ქვეყანა“ ზუგდიდში (ვიდეო)
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სივრცე მოაწყო. პავილიონში უწყებამ სამინისტროს ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის ამსახველი სტენდები განათავსა. ადგილზე სტუმრებს მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა უმასპინძლა.







დამთვალიერებლებს საშუალება ქონდათ ფოტოსურათები სპეციალურად მოწყობილ პრომეთეს მღვიმის სფერულ ინსტალაციასა და ნავში გადაეღოთ.




უწყების სტუმრებს მთავარ ხეივანში გაბმული ზიპლაინით დაშვების საშუალებაც მიეცათ.



ყვავილების ბაღში ფოტოების გადასაღები კუთხე მოეწყო. იქ მისულებს "დრონის" აპარატით ფოტოებს 100 მ სიმაღლიდან უღებდნენ.




გარემოს დაცვის სამინისტროს სტუმრების განწყობაზე ადგილობრივმა ბენდმა "UNDER 7" იზრუნა.





Print