რეგიონი
მესამე საჯარო სკოლის საქველმოქმედო ღონისძიება ცენტრალურ ბულვარში (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში მესამე საჯარო სკოლის ორგანიზებით ლიკა ღურწკაიას დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სკოლის საქველმოქმედო კლუბის წევრებმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები, ტანსაცმელი და ხატები გამოფინეს.




„სკოლის საქველმოქმედო კლუბს სურს, რომ პირველ კლასელ ლიკა ღურწკაიას, რომელსაც უმძიმესი დიაგნოზი აქვს, დაეხმაროს. ამ აქციით გვინდა, რომ მცირედი თანხა შევუგროვოთ თბილისში გასამგზავრებლად, სადაც ოპერაცია უნდა გაიკეთოს“, - აღნიშნა სკოლის მასწავლებელმა ქეთი ურეკაძემ.

ეს მესამე სკოლის მიერ ორგანიზებული მეოთხე საქველმოქმედო აქცია.



Print