რეგიონი
ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ენგურის ხიდიდან დაიწყო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდის გამგეობამ სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ხიდთან მშვიდობის აქცია- პერფორმანსით აღნიშნა.აქციაში პანტონიმის თეატრის მსახიობებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

„1918 წლის 26 მაისს საქართველოს პოლიტიკურმა მესვეურებმა, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. მანამდე ბევრი თაობა იბრძოდა იმისთვის, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა ყოფილიყო. დღეს, ზუსტად იქ ვართ სადაც ადმინისტრაციული საზღვარი გადის, საქართველოსა და მის ერთ მხარეს შორის, რომელსაც აფხაზეთი ქვია. ჩვენ ვიმედოვნებთ, მომავალი წლის 26 მაისს საქართველო გაერთიანებული, დამოუკიდებელი და ძლიერი ქვეყანა იყოს,“ - აღნიშნა მაიზერ ნანავამ.




ღონისძიების დასასრულს ჰელიუმის ფერადი ბუშტი გაუშვეს.

Print