რეგიონი
ელენე ფიფიას პერსონალური გამოფენა (ვიდეო)
ზუგდიდის არტ-გალერეაში მხატვარ ელენე ფიფიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.ღონისძიებაზე მხატვარმა ორწლიანი მუშაობის შედეგეად შექმნილი კომპოზიციები წარმოადგინა. საღამოს ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სხვა მოქალაქეები დაესწრნენ. მათ ელენე ფიფიას დღევანდელი დღე მიულოცეს.





„ნამუშევრები რადიკალურად განსხვავდება წინა ნამუშევრებისგან. კომპოზიციები ნაჭრებისა და ძაფებისგანაა შესულებული და არის განზოგადებული თემები“, - აღნიშნა მხატვარმა.

გამოფენა მუსიკალურად მხატვრის ვაჟიშვილმა, ლექსო ფარცვანიამ და ანსამბლმა "იანარმა" გააფორმეს.




დღეს წარმოდგენილი კომპოზიციები არტ-გალერეაში რამდენიმე დღე გამოიფინება, 10 ივნისს  კი მათ ავტორი თბილისში, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ საგამოფენო სივრცეში წარმოადგენს.



Print