რეგიონი
ზუგდიდში 26 მაისის აღნიშვნა გალა-კონცერტით დასრულდა (ვიდეო)
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ზუგდიდის ცენტრალური მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდა. მასში მონაწილეობა გიო ხუციშვილმა, ბაბი კირკიტაძემ, New One-მა და SALIO-მ მიიღეს.



ფოტო: სამხარეო ადმინისტრაცია


მომღერლებმა ზუგდიდელ მსმენელს დღევანდელი დღე მიულოცეს და აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადეს.



ფოტო: სამხარეო ადმინისტრაცია

მუსიკოსებმა საკუთარ სიმღერებთან ერთად ე.წ. ქავერებიც შეასრულეს. დღევანდელი საღამოთი კმაყოფილი დარჩა ზუგდიდელი მსმენელიც. კონცერტი, თითქმის, სამ საათს გაგრძელდა და ფოიერვერკით დასრულდა.




ფოტო: სამხარეო ადმინისტრაცია


დღეს
ზუგდიდში დამოუკიდებლობის აღდგენის 26-ე წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ბულვარსა და მის მიმდებარზე ტერიტორიაზე მთელი ღონისძიებები დილის ათი საათიდან დაიწყო. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლოზუნგით - ,,მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ'' გაიმართა.

ამავე თემაზე:

დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26-ე წლის აღნიშვნა ზუგდიდში (ვიდეო)

"მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ" - დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

გარემოს დაცვის სამინისტროს „რუსთაველის ქვეყანა“ ზუგდიდში (ვიდეო)

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
Print