რეგიონი
სოხუმში რძის გადამამუშავებელი ქარხანა ამოქმედდება
სოხუმის რძის გადამამუშავებელი საწარმო 2017 წლის ივნისიდან მუშაობის განახლებას გეგმავს. ინვესტიციების სააგენტოს ხელმძღვანელის ალმას ტანიას განცხადებით, აქ წარმოებული რძემჟავა პროდუქცია აფხაზეთის ბაზრის 18% პროცენტს დაიკავებს, და „ექსპორტზე რუსეთსა და ბელორუსში გავა. აქ ძირითადად, კეფირის, მაწვნის, არაჟნის, ხაჭოს და იოგურტის წარმოება დაიწყება. 

„იმის გამო, რომ აფხაზეთში პროდუქციის ჩამოთვლილი სახეობების საწარმოებლად რძის არასაკმარისი რაოდენობაა, მათ ბელორუსიდან მოწოდებლი რძის ფხვნილისგან დაამზადებენ“, - თქვა საწარმოს მთავარმა ტექნოლოგმა არნოუ ხაშბამ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოხუმის რძის გადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა ქართულ - აფხაზური კონფლიქტის შემდეგ აღადგინა. მაშინ მინი - საწარმო მოეწყო, თუმცა მოძველებული დანადგარების გამო, მან ფუნქციონირება შეწყვიტა და რეკონსტრუქციის შემდეგ , 2012 წელს ისევ ამუშავდა. ეკონომიკური პრობლემების გამო, 9 თვის შემდეგ ქარხანა ისევ გაჩერდა. 




Print