რეგიონი
სოხუმი ნატოს საპარლამენტო ასამბლეას ობიექტურობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მოუწოდებს შეინარჩუნოს

ობიექტურობა აფხაზეთთან დაკავშირებული დოკუმენტების მიღებისას, უარი თქვას "ოფიციალური ქართული პროპაგანდის გაცვეთილ შტამპებზე“ და მიმართოს ალტერნატიული და ობიექტური ინფორმაციის წყაროებს.

 


„მსგავსი პროპაგანდისტული გამოხტომები აშკარად არ უწყობენ ხელს პროდუქტიულ დიალოგს და აზრს უკარგავენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეების მიერ გაწეულ ძალისხმევას“, - ნათქვამის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების განცხადებაში.

ცმობისთვის, თბილისში 29 მაისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, "საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ", რომელიც ადასტურებს "ალიანსის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევას". ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში 26 მაისს გაიხსნა. ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებიდან დაახლოებით 600 დელეგატი საკომიტეტო სხდომებში სამი დღის განმავლობაში მონაწილეობდა.




 

Print