რეგიონი
საქართველოში თხილის მსოფლიო კონგრესი გაიმართება
თხილის მსოფლიო კონგრესი 2021 წელს თბილისში ჩატარდება. 75 ქვეყნიდან ათასი დელეგატი სამი დღის განმავლობაში კულტურულ და ტურისტულ ღონისძიებებს დაესწრება. ამის შესახებ თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე მოწერელიამ ტელეკომპანია "პირველი TV" -ის გადაცემაში ,,საქმის კურსი’’ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული კონგრესის საქართველოში გამართვა ხელს შეუწყობს ქართული თხილის ცნობადობის გაზრდას მსოფლიოში.

თხილის მსოფლიო კონგრესი ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება.

Print