რეგიონი
მესტიაში ბეჩოს მოსახელობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები ქალაქთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აღნიშნული გზის შეკეთება 2014 წელს დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა.  

რადიო „ათინათს“ სოფლის რწმუნებულმა რეზო ხორგუანმა განუცხადა რომ, მოსახელობის მოთხოვნა სამართლიანია და სოფლის გზა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

"ითხოვენ 2014 წელს დაწყებული 7 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას, რომელიც რაღაც ეტაპზე 2015 წელსაც გაგრდძელდა, 2016 წელს კი საერთოდ შეწყდა. მუდმივი კომუნიკაცია მაქვს საავტომობილო გზების დეპრტამენტთან, მაგრამ ჯერ შედეგს ვერ მივაღწიე. ვითხოვთ ყურადღებას სანამ უბედური შემთხვევა არ მომხდარა. ამ გზაზე, როგორც  ავტომობილების, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება შეუძლებელია. განსაკუთრებით საშიშია სკოლის მოსწავეელბისთვის, რომლებსაც ამ გზის გავლა ყოველდღე უწევთ“ , - თქვა ხორგუანმა.

საქართველოს გზების დეპარტამენტში სამუშაოების შეჩერების მიზეზებს განმარტავენ და აცხადებენ, რომ ტენდრეში გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელსაც აღნიშნული გზის აღდგენითი სამუშაოების შესრულება ევალებოდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა და დეპარტამენტმა მასთან კონტრაქტი გააუქმა. მათივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ტენდერი ხელახლა გამოცხადდება და გზის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში კვლავ განახლდება.







Print