რეგიონი
გალში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა დაიწყო
დღეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა იმართება. ენგურის ხიდზე იმყოფება დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას მეუღლე და ე.წ. საზღვართან დაკავებული ხვიჩა წყაროზიას მამაც. ისინი სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს შეხვდნენ.

კახაბერ ქემოკლიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე დაკავებულების საკითხებზე ისაუბრებენ და ასევე, იმსჯელებენ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის და "ბორდერიზაციის" თემაზე.
Print