რეგიონი
დაკავებული როგავების ოჯახის წევრი ენგურის ხიდზე სუს-ის წარმომადგენელს ელოდება
ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული მამა-შვილის არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრი თინათინ როგავა სუს-ის წარმომადგენელს ენგურის ხიდზე ელოდება.

მისი თქმით, ოჯახი მამა-შვილის შესახებ არავითარ ინფორმაციას არ ფლობს. ამასთან, ის საქართველოს მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

თინათინ როგავასთან ერთად ენგურის ხიდზე კახაბერ ქემოკლიძის გადმოსვლას ელოდება დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას მეუღლეც.




ცნობისთვის, ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული მამა-შვილის არჩიკო და პაატა როგავების მიმართ დე ფაქტო რესპუბლიკის საგამოძიებო სამსახურის განყოფილებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მათ ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: "საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ხელისუფლების წარამოდგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა". საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე როგავები 5 აპრილს დააკავეს.


ამავე თემაზე:

როგავების ოჯახმა ენგურის ხიდზე ე.წ. აფხაზურ საგუშაგოსთან მისვლა სცადა (ვიდეო)

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახი ხვალიდან აქციებს იწყებს (ვიდეო)

რიყეში დაკავებულ მამა-შვილს 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

დაკავებული როგავების ოჯახი სუს-ის წარმომადგენელს შეხვდა

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახი დახმარების მოლოდინში (ვიდეო)

გამაფრთხილებელი აქცია ენგურის ხიდზე (ვიდეო)

რიყეში დაკავებულების ოჯახი საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს (ვიდეო)

რუსმა სამხედროებმა მამა-შვილი დააკავეს

Print