რეგიონი
როგავების ოჯახი სუს-ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას არ ენდობა (ვიდეო)
გალის რაიონიდან დაბრუნებულ სუს-ის წარმომადგენელს კახაბერ ქემოკლიძეს ენგურის ხიდზე რიყეში დაკავებული მამა-შვილ როგავების ოჯახის წევრი თინათინ როგავა დახვდა, რომელიც მისგან ინფორმაციის მიღებას ითხოვდა. ქემოკლიძის ცნობით, შეხვედრაზე ითქვა, რომ მამა-შვილი წინასწარ პატიმრობაში რჩება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გარდა ამისა, ქართული მხარე აცხადებს, რომ როგავები უკანონოდ დააპატიმრეს და საქართველოს მთავრობა მათ დროულად გასათავისუფლებლად ყველა ღონეს იხმარს.




როგავების ოჯახს სუს-ის ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის არ სჯერა. თინათინ როგავამ ქემოკლიძეს ჰკითხა, ნახა თუ არა პირადად დაკავებულები და აქვს თუ არა აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი რამე დოკუმენტი, რაზეც სუს-ის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ შეხვედრა მსგავს ფორმატს არ ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ზუგდიდის რაიონის სოფელს რიყეში რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული მამა-შვილის არჩიკო და პაატა როგავების მიმართ დე ფაქტო რესპუბლიკის საგამოძიებო სამსახურის განყოფილებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მათ ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: "საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ხელისუფლების წარამოდგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა". საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არჩიკო და პაატა როგავები 5 აპრილს დააკავეს.

ამავე თემაზე:

დაკავებული როგავების ოჯახის წევრი ენგურის ხიდზე სუს-ის წარმომადგენელს ელოდება

როგავების ოჯახმა ენგურის ხიდზე ე.წ. აფხაზურ საგუშაგოსთან მისვლა სცადა (ვიდეო)

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახი ხვალიდან აქციებს იწყებს (ვიდეო)

რიყეში დაკავებულ მამა-შვილს 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

დაკავებული როგავების ოჯახი სუს-ის წარმომადგენელს შეხვდა

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახი დახმარების მოლოდინში (ვიდეო)

გამაფრთხილებელი აქცია ენგურის ხიდზე (ვიდეო)

რიყეში დაკავებულების ოჯახი საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს (ვიდეო)

რუსმა სამხედროებმა მამა-შვილი დააკავეს
Print