რეგიონი
ზუგდიდის ბაზართან გარემოვაჭრეები საკუთარ დახლებს იცავენ (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში გარემოვაჭრეები არიან შეკრებილები. მათი ინფორმაციით, პირველ ივნისს ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიცემული გაფრთხილების ვადა იწურება. ისინი დღეს ღამის გათევას აპირებენ, რადგან შიშობენ, რომ რომ მათ სავაჭრო დახლებსა და კონსტრუქციებს დაშლიან.

„ჯერ ისევ თხოვნით მივმართავთ მთავრობას, სანამ ბოლომდე არ გავწარებულვართ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს საარსებო წყაროს, არსებობისთვის ვიბრძვით, არ ვითხოვთ არაფერს ზედმეტს“, - თქვა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ ინა მინჯორაიამ.




მათ გაფრთხილება, დაახლოებით, ერთი კვირის წინ მიიღეს. გარემოვაჭრეები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. მათი თქმით, ალტერნატირული ფართისთვის, რომელიც მათ მერიის შესაბამისმა სამსახურმა შესთავაზა, გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ.

„დეკემბერში გვანახეს კონსტრუქციები, სადაც ჩვენ უნდა გვემუშავა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მერიამ მოგვატყუა. აქ გაჭირვებილი ხალხია, რომელსაც სესხები აქვს და 200-300 ლარის საქონლის იმედადაა. დანებებას არ ვაპირებთ“, - აღნიშნა გარემოვაჭრე მარინა ფარულავამ.





მოთხოვნების დაუკმაყოფილებლოს შემთხვევაში გარემოვაჭრეები აქციებს აანონსებენ.


Print