რეგიონი
ზუგდიდელი გარემოვაჭრეები დახმარებას მერაბ ქვარაიას სთხოვენ (ვიდეო)
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი გარემოვაჭრეები, რომლებიც საკუთარ დახლებს იცავენ, ტელეფონით ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს დაუკავშირდნენ. ისინი ქვარაიასთან შეხვედრას ითხოვენ.

„არავითარი შეთანხმება ჩვენსა და მერიას შორის არ ყოფილა. ეს არის ტყუილი. ჩვენ ვიბრძოდით თქვენი გამარჯვებისთვის. გელოდებით აქ“, - უთხრეს გარემოვაჭრეებმა ქვარაიას.








მათივე თქმით, მაჟორიტარი მათ დაპირდა, რომ ხვალ საკუთარ წარმომადგენელს ზუგდიდში მათთან შესახვედრად გამოუშვებს.

ცნობისთვის, გარემოვაჭრეების ინფორმაციით, პირველ ივნისს ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიცემული გაფრთხილების ვადა იწურება. ისინი დღეს ღამის გათევას აპირებენ, რადგან შიშობენ, რომ რომ მათ სავაჭრო დახლებსა და კონსტრუქციებს დაშლიან. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი აქციებს აანონსებენ.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის ბაზართან გარემოვაჭრეები საკუთარ დახლებს იცავენ (ვიდეო)
Print