რეგიონი
ბაზართან შეკრებილ გარემოვაჭრეებს ანი წითლიძე შეხვდა (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ გარემოვაჭრეებს ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე შეხვდა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ გარევაჭრობის პრობლემა ქალაქში მოგვარდეს, თუმცა, გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ მათთან განხილვის შემდეგ უნდა მიეღო.



„თავიდან მოლაპარაკება გაიმართა, კონსესუსი მიღწეული იყო, მაგრამ შემდეგ ერთ დღეში შეცვალეს გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი. არ შეიძლება ხელისუფლება ასე დარბევის გზით ელაპარაკებოდეს ამ ხალხს. ჩემი, როგორც საკრებულოს წევრის ვალია, რომ ვიდგე ნებისმიერი მოქალაქის გვერდით, რომელიც საკუთარ უფლებებს იცავს. რაც შეეხება ალტერნატიულ ფართს, რომელსაც მათ სთავაზობენ, საკმარისი არ არის“, - აღნიშნა წითლიძემ.

ცნობისთვის, გარემოვაჭრეების ინფორმაციით, პირველ ივნისს ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიცემული გაფრთხილების ვადა იწურება. ისინი დღეს ღამის გათევას აპირებენ, რადგან შიშობენ, რომ რომ მათ სავაჭრო დახლებსა და კონსტრუქციებს დაშლიან. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი აქციებს აანონსებენ.


ამავე თემაზე:

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები დახმარებას მერაბ ქვარაიას სთხოვენ (ვიდეო)

ზუგდიდის ბაზართან გარემოვაჭრეები საკუთარ დახლებს იცავენ (ვიდეო)
Print