რეგიონი
გარემოვაჭრეების ნაწილი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამე იმორიგევებს
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხი გარემოვაჭრე მორიგეობს. ისინი ღამის გათევას აპირებენ და ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს კონსტრუქციების დაშლის საშუალებას არ მისცემენ.

ტერიტორიაზე 60-მდე გარემოვაჭრე და მათი ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილები. ისინი ხელისუფლებისგან და მაჟორიტარი დეპუტატისგან დახმარებას ითხოვენ. მათივე თქმით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციებს გამართავენ.

გარემოვაჭრეების განმარტებით, პირველ ივნისს ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიცემული გაფრთხილების ვადა იწურება და ისინი შიშობენ, რომ მათ სავაჭრო დახლებსა და კონსტრუქციებს დაშლიან.


ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეების ნაწილი შესაძლებელია მერიის მოთხოვნას არ დაემორჩილოს (ვიდეო)

ბაზართან შეკრებულ გარემოვაჭრეებს ანი წითლიძე შეხვდა (ვიდეო)

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები დახმარებას მერაბ ქვარაიას სთხოვენ (ვიდეო)

ზუგდიდის ბაზართან გარემოვაჭრეები საკუთარ დახლებს იცავენ (ვიდეო)
Print