რეგიონი
ქალაქის მერია: გარემოვაჭრეები კანონს უნდა დაემორჩილონ
ქალაქ ზუგდიდის მერიაში გარემოვაჭრეების საკითხთან დაკავშირებით ამბობენ, რომ გარემოვაჭრეებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა გარე ვაჭრობის რეგულირებისა და გარე ვაჭრობისათვის ადგილების განსაზღვრის წესები გაააცნეს და თვითნებურად დაკავებული ტერიტორიების დაცლისაკენ მოუწოდეს.

„მოვაჭრეთა ნაწილი პასუხისმგებლობით მოეკიდა აღნიშნულ საკითხს და დახლებისაგან, სავაჭრო პროდუქციისაგან გაათავისუფლა ტროტუარები, ქვეითთა სავალი ნაწილები, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით. ცალსახად ვაცხადებთ, რომ კანონი ყველასათვის ერთია და კანონის წინაშე ყველა ჩვენგანს შესაბამისი პასუხისმგებლობა აკისრია. ჩვენი მოვალეობაა კანონმირჩილება, რისკენაც მოვუწოდებთ ყველა გარე მოვაჭრეს“, - აცხადებენ მერიაში.




ქალაქ ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ შესაბამისი სამსახურები კანონის უმტკივნეულოდ აღსრულებას ეცდებიან.

ცნობისთვის, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 აპრილის №30 დადგენილებით „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ და „გარე ვაჭრობისათვის ადგილების განსაზღვრის წესი დამტკიცდა.

გუშინ, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეებმა ღამე გაათიეს. მათი თქმით, ჰქონდათ მოლოდინი, რომ სავაჭროს დახლებსა და კონსტრუქციებს დაშლიდნენ.


ამავე თემაზე:

ბაზართან შეკრებულ გარემოვაჭრეებს ანი წითლიძე შეხვდა (ვიდეო)

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები დახმარებას მერაბ ქვარაიას სთხოვენ (ვიდეო)

ზუგდიდის ბაზართან გარემოვაჭრეები საკუთარ დახლებს იცავენ (ვიდეო)

გარემოვაჭრეების ნაწილი შესაძლებელია მერიის მოთხოვნას არ დაემორჩილოს (ვიდეო)

გარე ვაჭრობის აკრძალვის განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე (ვიდეო)
Print