რეგიონი
ზუგდიდის ბაზართან გარემოვაჭრეები მუშაობას აგრძელებენ
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ის გარემოვაჭრეები, რომლებიც გუშინ საკუთარ დახლებს იცავდნენ, მუშაობას აგრძელებენ. დღეს მათთვის მიცემული გაფრთხილების ვადა იწურება, რომლის მიხედვითაც გარემოვაჭრეებმა „თვითნებურად დაკავებული ტერიტორიები“ უნდა დაცალონ.




გარემოვაჭრეები გუშინ საღამოს ბაზართან შეიკრიბნენ, რამდენიმე მათგანმა კი, საკუთარი სავაჭრო დახლების დასაცავად ღამე გაათია. მათი თქმით, ალტერნატიული ფართისთვის, რომელიც მათ მერიის შესაბამისმა სამსახურმა შესთავაზა, გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ. გარემოვაჭრეებმა დახმარებისთვის ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს მერაბ ქვარაია მიმართეს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი აქციებს აანონსებენ.



ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეები კანონს უნდა დაემორჩილონ.

ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 აპრილის №30 დადგენილებით „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ და „გარე ვაჭრობისათვის ადგილების განსაზღვრის წესი დამტკიცდა.


ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეების ნაწილი შესაძლებელია მერიის მოთხოვნას არ დაემორჩილოს (ვიდეო)

ქალაქის მერია: გარემოვაჭრეები კანონს უნდა დაემორჩილონ 

ბაზართან შეკრებილ გარემოვაჭრეებს ანი წითლიძე შეხვდა (ვიდეო)

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები დახმარებას მერაბ ქვარაიას სთხოვენ (ვიდეო)

ზუგდიდის ბაზართან გარემოვაჭრეები საკუთარ დახლებს იცავენ (ვიდეო)

გარე ვაჭრობის აკრძალვის განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე (ვიდეო)


Print