რეგიონი
საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებას მხარი დაუჭირა
საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმის ზურაბ ალავიძის თქმით, 14 მუნიციპალიტეტის შეერთების შედეგად შეიქმნება 7 მუნიციპალიტეტი იქნება.
მისივე განმარტებით, ცვლილებები არჩევითობის წესს არ შეეხება და ქალაქები სტატუსს შეინარჩუნებენ.

„მუნიციპალეტეტების საკრებულოებში პროპორციულად შევლენ ქალაქებში არჩეული დეპუტატები. რეფორმის მიზანია მივიღოთ უფრო ეფექტიანი მართვის მოდელი, რათა უფრო ოპერატიულად მოვაგვაროთ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები. გაიზრდება საკრებულოს ფუნქციები და მოქალაქეების ჩართულობა. რეფორმის შედეგად ყველა მუნიციპალიტეტში უმაღლესი თანამდებობის პირი იქნება არჩეული მერი. იგეგმება კოლეგიალური ორგანოების შექმნა მერიებში, რომ ერთპიროვნულად გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული. ასევე, საკრებულოების როლი იზრდება გამომდინარე იქიდან, რომ მერი სამსახურის უფროსების და მოადგილეების კანდიდატურებს საკრებულოებს წარუდგენს“,– განაცხადა ალავიძემ.





მისივე განმარტებით, მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებათა მეორე პაკეტის მომზადებასაც გეგმავს, რომელიც პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განიხილება.

„დარგების მიხედვით იქნება თითო ა(ა)იპ, ანუ შევზღუდავთ დუბლირებულ სერვისებს. ეს მნიშვნელოვანი იქნება ხარჯების დაზოგვის კუთხით. შემდგომი პაკეტისთვის ჩვენ ასევე ტერიტორიულ ორგანოებს შემოვიღებთ და ზუსტად ეს იქნება ჩვენი თვითმმართველობის რეფორმის გაგრძელება და უფრო მეტი დეცენტრალიზაცია. ა(ა)იპ-ების ნაწილი სავარაუდოდ, უფრო 2018 წლიდან შევა ძალაში და უფრო ოპტიმიზაცია მოხდება, მათ შორის, კადრებისაც“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.


Print