რეგიონი
ანსამბლ „ეზის“ მორიგი წარმატება ისრაელში (ვიდეო)

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული სამეჯლისო ანსამბლ "ეზის" წევრებმა ისრაელში გამართულ შეჯიბრზე წარმატებას

მიაღწიეს.

 



კონკურსს "Baiilance Cup 2017 ", რომელშიც ლათინო-ამერიკულ და ევროპულ ცეკვებში, იტალიის, საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, პოლონეთის და აზერბაიჯანის მოცეკვავეები მონაწილეობდნენ, საერთაშორისო დონის მსაჯები აფასებდნენ.

ანსამბლ "ეზის" ხელმძღვანელის გოჩა კაპანაძის თქმით, საერთაშორისო ტურნირში ბავშვების მონაწილეობა ქალაქ ზუგდიდის მერიამ სრულად დააფინანსა.



"მადლობელი ვარ მათი და იმედია, ეს ასე გაგრძელდება, ბავშვებიც ასახელებენ ქალაქს. ესენი საქართველოში ძალიან წარმატებული ბავშვები არიან და თითქმის ყველა შეჯიბრზე იმარჯვებენ. სასახლეში რომ ასეთი კარგი ბავშვები იზრდებიან, ეს სასახლის დირექტორის ნინელი ჭითანავას დამსახურებაა", - თქვა კაპანაძემ.



ანსამბლის წევრებს ტურნირზე თან რამდენიმე მშობელი ახლდა. მოცეკვავეების ტატა და ვატო ჭკადუების დედა ლიკა გუგუჩია ამბობს, რომ ბავშვები მოტივირებულები იყვნენ და მაღ ამაღლებული განწყობა ჰქონდათ.

"თვითონ კონკურსანტებისა და ორგანიზატორების დახვედრა იყო საოცარი. ვიზუალმა და სასცენო ხელოვნებამ მოახდინა დიდი ეფექტი. არაჩვეულებრივად იცეკვეს ბავშვებმა. ძალიან კმაყოფილები ჩამოვედით და მადლობა ყველას", - უთხრა რადიო "ათინათს" გუგუჩიამ.




ანსამბლის 8 მოცეკვავემ: კესარია ჯაბუამ, ანი კვარაცხელიამ, ტატა და ვატო ჭკადუებმა, მეგი როგავამ, ტატო ქირიამ, ნინი ჯიქიამ და ლიზი ფიფიამ ქალაქ რეჰოვოტში გამართულ შეჯიბრზე ყველა საპრიზო ადგილი მოიპოვა. ბავშვებმა 10 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მშობლიურ ქალაქში წამოიღეს.

 


 

Print