რეგიონი
მერია: დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღები აშენდება
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ განაცხადა, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები დევნილები საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვენ. მან საკრებულოს ამ საკითხის განხილვა სთხოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მერიის პრესსამსახურის უფროსმა მაია ღუბელაძემ განმარტა, რომ დევნილთა დასახლებებში ბაღების ასაშენებლად დანიის ლტოლვილთა საბჭო დონორების მოძიებას გეგმავს. მისივე თქმით, თაბუკაშვილისა და ბარამიას ქუჩებზე არსებული დასახლებების მაცხოვრებლებს არაერთხელ შეხვდნენ.




„ამ კორპუსებში ბავშვების კონტიგენტი საკმაოდ დიდია, სწორედ ამიტომ პრიორიტეტულია საბავშვო ბაღების აქ აშენება“, - უთხრა ჟურნალისტებს ღუბელაძემ.

ცნობისთვის, ბავშვთა დაცვის დღეს დევნილთა ახალ დასახლებაში მცხოვრები ბავშვებისთვის საბავშვშო ბაღის აშენება მოითხოვეს. აღნიშნულ დასახლებაში დარეგისტრირებულია 98 ბავშვი, რომელსაც სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა არა აქვთ.


ამავე თემაზე:

დევნილები ბავშვთა დაცვის დღეს საბავშვო ბაღს ითხოვენ (ვიდეო)


Print