რეგიონი
გარემოვაჭრეები: გვაქვს ინფორმაცია, რომ სავაჭრო დახლებს ამაღამ დაშლიან
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები არიან შეკრებილნი. მათი თქმით, აქვთ კულუარული ინფორმაცია, რომ მერიის ზედამხედველოს სამსახური ტერიტორიის გაწმენდას სავაჭრო დახლებისგან დღეს ღამით აპირებს.

„ჩვენ არ დავთმობთ. ვესაუბრე მერაბ ქვარაიას წარმომადგენელს ირაკლი ბაღათურიას, რომელმაც არც დამიდასტურა და არც უარყო ეს ინფორმაცია. კითხვაზე, მოახერხებდა თუ არა დღეს საღამოს ჩვენთან შეხვედრას, გვითხრა, რომ ვერ შეგხვდება. ძილი ერევა, ალბათ“, - თქვა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ მარინა ფარულავამ.



ამ წუთებში ადგილზე ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძეც მივიდა. მისი ცნობით, ის მერიის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც დღეს საღამოს ტერიტორიის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურა.

გარემოვაჭრეები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

ცნობისთვის, გარემოვაჭრეები 31 მაისს, საღამოს ბაზართან შეიკრიბნენ, რამდენიმე მათგანმა კი, საკუთარი სავაჭრო დახლების დასაცავად ღამეც გაათია. მათი თქმით, ალტერნატიული ფართისთვის, რომელიც მათ მერიის შესაბამისმა სამსახურმა შესთავაზა, გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ. გარემოვაჭრეებმა დახმარებისთვის ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს მერაბ ქვარაია მიმართეს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მათ აქციები დაანონსეს. მათთვის მიცემული გაფრთხილების ბოლო ვადა პირველ ივნისს ამოიწურა. ქალაქის მერიის განმარტებით კი, გარემოვაჭრეები კანონს უნდა დაემორჩილონ. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 აპრილის №30 დადგენილებით „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ და „გარე ვაჭრობისათვის ადგილების განსაზღვრის წესი დამტკიცდა.

ამავე თემაზე:

მაჟორიტარის ბიუროში გარემოვაჭრეებთან შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა (ვიდეო)

გარემოვაჭრეებს მერაბ ქვარაიას წარმომადგენლი შეხვდა (ვიდეო)

ზუგდიდის ბაზართან გარემოვაჭრეები მუშაობას აგრძელებენ 

გარემოვაჭრეების ნაწილი შესაძლებელია მერიის მოთხოვნას არ დაემორჩილოს (ვიდეო)

ქალაქის მერია: გარემოვაჭრეები კანონს უნდა დაემორჩილონ 

ბაზართან შეკრებილ გარემოვაჭრეებს ანი წითლიძე შეხვდა (ვიდეო)

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები დახმარებას მერაბ ქვარაიას სთხოვენ (ვიდეო)

ზუგდიდის ბაზართან გარემოვაჭრეები საკუთარ დახლებს იცავენ (ვიდეო)

გარე ვაჭრობის აკრძალვის განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე (ვიდეო)

Print