ზუგდიდში საყმაწვილო მედია ფესტივალს "სარკმელი 2017" ჩაეყარა საფუძველი (ვიდეო)
15:22 / 03.06.2017
ზუგდიდში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში საყმაწვილო მედია
ფესტივალი „სარკმელი 2017“ ჩატარდა.
ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ღონისძიება საქართველოში
პირველად ტარდება და ის მიზნად ჟურნალისტური უნარ-ჩვევების
განვითარებასა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას
შეუწყობს ხელს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ფესტივალს უფრო მეტი გამოხმაურება ექნება და
ტრადიციად გადაიქცევა. ვიმედოვნებ, რომ ყოველ წელს გვექნება საშუალება
გავეცნოთ მომავალი თაობის ნორჩი ჟურნალისტების ნამუშევრებს“ ,
-განაცხადა ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მასობრივი
ღონისძიებების ორგანიზატორმა მედეა თორიამ.
აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხის
წარმომადგენლებმა, ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და აფხაზეთის
ერთ-ერთი სოფლის სკოლამაც მიიღო. მონაწილეებმა საკუთარი ნაშრომებისა
და ჟურნალ- გაზეთების პრეზენტაციები გამართეს, რომლებიც სპეციალურად
დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. გამარჯვებულები სხვადასხვა
ნომინაციაში გამოვლინდნენ და მათ მერიის მიერ დაწესებული ფასიანი
საჩუქარი, ყველა მონაწილეს კი სიგელი გადაეცა.
ფესტივალი ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა
კლუბ „სარკმელის“ ინიციატივით გაიმართა.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები