რეგიონი
ზუგდიდში საყმაწვილო მედია ფესტივალს "სარკმელი 2017" ჩაეყარა საფუძველი (ვიდეო)
ზუგდიდში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში საყმაწვილო მედია ფესტივალი „სარკმელი 2017“ ჩატარდა. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება და ის მიზნად ჟურნალისტური უნარ-ჩვევების განვითარებასა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ფესტივალს უფრო მეტი გამოხმაურება ექნება და ტრადიციად გადაიქცევა. ვიმედოვნებ, რომ ყოველ წელს გვექნება საშუალება გავეცნოთ მომავალი თაობის ნორჩი ჟურნალისტების ნამუშევრებს“ , -განაცხადა ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორმა მედეა თორიამ.



აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებმა, ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და აფხაზეთის ერთ-ერთი სოფლის სკოლამაც მიიღო. მონაწილეებმა საკუთარი ნაშრომებისა და ჟურნალ- გაზეთების პრეზენტაციები გამართეს, რომლებიც სპეციალურად დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ და მათ მერიის მიერ დაწესებული ფასიანი საჩუქარი, ყველა მონაწილეს კი სიგელი გადაეცა.



ფესტივალი ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბ „სარკმელის“ ინიციატივით გაიმართა.
Print