რეგიონი
ზაფხულის პირველი დღეები „ათინათის“ ახალგაზრდულმა ცენტრმა კონცერტით აღნიშნა (ვიდეო)
ზუგდიდში ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრის (pita) ორგანიზებით კონცერტი გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული კონცერტის მიზანი, მოსახლეობისთვის განწყობის ამაღლება და ზაფხულის პირველი დღეების სასიამოვნოდ გატარებაა.



ღონისძიებაში პროექტ x ფაქტორის ახალგაზრდა შემსრულებლებმა და ადგილობრივმა მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა.


„ვუერთდებით ამ ღონისძიებას და „ათინათთან“ ერთად მოსახლეობას ვულოცავთ ზაფხულის პირევლი დღეების დადგომას. მომწონს, როდესაც ყველა ერთობა და ბედნიერია, ამიტომაც მივიღე მონაწილეობა საერთო პოზიტივში“, - აღნიშნა მომღერალმა ლიზი მებონიამ.



კონცერტი დადიანების სასახლის ეზოში ჩატარდა.


Print