რეგიონი
თვითმმართველობის საკითხზე არასამთავრობოებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა
თბილისში პარლამენტის თავმჯდომარისა და რეგიონული განვითარების მინისტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად „საუნჯესა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებაზე იმსჯელეს. ეგნატე შამუგიას თქმით, მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მხოლოდ ადრე გაკეთებული განცხადებების გამეორებით შემოიფარგლნენ.




ფოტო: საქართველოს პარლამენტი

„არანაირი არგუმენტები და დოკუმენტები არ წარმოუდგენიათ. ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, მათ - თავიანთი. მათ მიერ 7 ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის ჩამორთმევის არგუმენტები აბსურდულია. ჩვენ კიდევ ერთხელ წარვუდგინეთ კონკრეტული დადებითი შედეგები, რომლებიც 2014 წელს განხორციელებულმა თვითმმართველობის რეფორმამ მოიტანა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ "საუნჯეს" წარმომადგენელმა ეგნატე შამუგიამ.

მისივე თქმით, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე მათ დაპირდა, რომ არასამთავრობოების საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობას უზრუნველყოფს.  


ფოტო: საქართველოს პარლამენტი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.

ცნობისთვის, არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამინისტროს წარმომადგენლებათან შეხვედრას ორი თვის განმავლობაში ითხოვდნენ. ისინი თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას აპროტესტებენ. ამასთან დაკავშირებით მათ დოკუმენტიც მოამზადეს, რომელსაც ხელს 130 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.


ამავე თემაზე:

არასამთავრობოები პარლამენტის წევრებს თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხზე ხვდებიან

არასამთავრობოები საკრებულოებს: ჩართეთ მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღებაში (ვიდეო)

არასამთავრობოები ხელისუფლებას: დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულების გაუქმება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
25 / აპრილი 2024
ქალაქ ფოთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
25 / აპრილი 2024
აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ვარაუდობს, რომ დასავლეთი სანქციებს დაუწესებს რუსული ავიაკომპანიებს, რომლებიც სოხუმის აეროპორტში იფრენენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 32 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 29 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.