რეგიონი
თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია
პარლამენტში ბიურომ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებისა და მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს განსახილველად დაამტკიცა. პარლამენტის თავმჯომარემ შეხვედრა, რომელზეც თვითმმართველობის რეფორმაზე მსჯელობდნენ, დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა და ბიუროს სხდომაზე გადაინაცვლა.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 5-მდე მცირდება. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით კანონპროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტრომ წარმოადგინა. არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამინისტროს წარმომადგენლებათან შეხვედრას ორი თვის განმავლობაში ითხოვდნენ. ისინი თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას აპროტესტებენ. ამასთან დაკავშირებით მათ დოკუმენტიც მოამზადეს, რომელსაც ხელს 130 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

ამავე თემაზე:

თვითმმართველობის საკითხზე არასამთავრობოებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა

არასამთავრობოები საკრებულოებს: ჩართეთ მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღებაში (ვიდეო)

არასამთავრობოები ხელისუფლებას: დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულების გაუქმება
Print