რეგიონი
კორცხელის დედათა მონასტრის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 304 ათასი ლარი გამოიყოფა (ვიდეო)
კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 304 000 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ინიციატივას მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

„შარშანდელი ხანძრის შემდეგ ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, რომ მონასტერს გავარემონტებდით. ხარჯები დათვლილია და მისი რეაბილიტაციისთვის 304 000 ლარია საჭირო“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ.





მისივე თქმით, აღნიშნული თანხა რეგიონში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილ 650 000 ლარში შედის. დარჩენილი 346 000 ლარი კი კორცხელში წყალმომარაგების დამატებით სამუშაობს, ჭკადუაშსა და ინგირში გზის რეაბილიტაციას მოხმარდება.

ცნობისთვის, კორცხელის დედათა მონასტრის შენობა გასული წლის 17 მაისს ხანძრის შედეგად დაზიანდა.

ამავე თემაზე:

კორცხელის დედათა მონასტერში ხანძარი გაჩნდა

კორცხელის დედათა მონასტერში ხანძარი ლოკალიზებულია

კორცხელის დედათა მონასტერს პირვანდელი სახე დაუბრუნდება
Print