რეგიონი
ს.კ. „ზუგდიდის“ 51%-იანი წილი კვლავ აუქციონზე გაიყიდება (ვიდეო)
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 51%-იან წილს ქალაქ ზუგდიდის მერია აუქციონზე მას შემდეგ გაიტანს, რაც გამგეობა კლუბის 25 %-ს უსასყიდლოდ გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გახდა ცნობილი. მერიისთვის გამგეობის წილის გადაცემას დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

საკრებულოს წევრის მალხაზ ჭეჟიას კითხვაზე, რატომ გადაეცემა უსასყიდლოდ ქალაქის მერიას 25 % მაშინ, როდესაც გამგეობამ 50 %-ისთვის 250 000 ლარი გადაიხადა, ნანავამ უპასუხა, რომ გაყიდვის შემდეგ მუნიციპალიტეტს წილის შესაბამისი თახნის ოდენობა დაუბრუნდება.



"მე დავინტერესდი, იურიდიულად როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს საკითხი. იმედი მაქვს, რომ ამაზე პასუხს მივიღებ“, - უთხრა ჟურნალისტებს ჭეჟიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 100 %-იანი წილის მფლობელი ზუგდიდის ორივე მუნიციპალიტეტია. 2016 წლის აგვისტოში აუქციონის წესით ს.კ. „ზუგდიდი“-ს 51% პაკეტის მფლობელი უკრაინელი სპონსორები გახდნენ, თუმცა უცხოელმა ინვესტორებმა კლუბი მალე დატოვეს. იმ დროისთვის „ზუგდიდის“ 49%-ს ქალაქის მერია ფლობდა.

ამავე თემაზე: 

ს.კ. „ზუგდიდი“ კვლავ მუნიციპალურ საკუთრებაშია (ვიდეო)

კლუბ "ზუგდიდის" 51 % უკრაინელმა ინვესტორმა იყიდა
Print