რეგიონი
რუხში „თავისუფალი ზონის“ ტერიტორია აღარ მოეწყობა (ვიდეო)
ზუგდიდის გამგეობამ მუნიციპალიტეტის განვითარების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმაში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, რუხში „თავისუფალი ზონის“ ტერიტორიაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელდება. პროექტის მომზადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის ბოძები დგას, რის გამოც გამგეობას ენერგეტიკის სამინისტრომ პროექტების განხორციელების უფლება არ მისცა.




რეგიონში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან აღნიშნული პროექტისთვის 650 000 ლარი იყო გათვალისწინებული. აღნიშნული თანხიდან 304 000 ლარი კორცხელის დედათა მონასტრის რეაბილიტაციას, დარჩენილი 346 000 ლარი კი კორცხელში წყალმომარაგების დამატებით სამუშაობს, ჭკადუაშსა და ინგირში გზის რეაბილიტაციას მოხმარდება.

ცნობისთვის, „თავისუფალი ზონის“ ტერიტორიაზე, გზის, სკვერის, ავტოსადგომის, სადრენაჟე სისტემის, წყალკანალიზაციის, გამწმენდი ნაგებობისა და საზოგადოებრივი საპირპარეშოს მოწყობა იყო დაგეგმილი.


ამავე თემაზე:

რუხში თავისუფალი ზონის მოწყობა იგეგმება
Print