რეგიონი
„ზუგდიდის“ 51 %-იანი წილის ყიდვას ამავე კლუბის დირექტორი აპირებს (ვიდეო)
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჯანაშია კლუბის 51 %-ის ყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „ათინათს“ ჯანაშიამ დაუდასტურა.







აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განცხადება ფრაქცია „ენმ“-ის წევრმა ანი წითლიძემ გააკეთა. მან საკრებულოს მომავალ სხდომაზე კლუბის ადმინისტრაციის წარმოამდგენლების და ზუგდიდის მერის დასწრება მოითხოვა.





„გუნდი მუნიციპალურ ბალანსზეა და ყოველწლიურად ჩვენ მათ მილიონამდე ლარს ვუხდით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რაში იხარჯება ეს თანხა და რა გეგმები აქვს კერძო ინვესტორს. პასუხისმგებელი პირები უნდა მობრძანდნენ და გაგვაცნონ თავიანთი გეგმა“ , - უთხრა ჟურნალისტებს წითლიძემ.

ოპოზიციური ფრაქციის ამ მოთხოვნას ჯანაშიამ უპასუხა, რომ  „თუ ვინმეს რამე კითხვები აქვს და რამე აინტერესებს, თავად მოვიდეს და გავცემთ პასუხს“. 

ცნობისთვის, ამ დროისთვის საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 100 %-იანი წილის მფლობელი ზუგდიდის ორივე მუნიციპალიტეტია. 2016 წლის აგვისტოში აუქციონის წესით ს.კ. „ზუგდიდი“-ს 51% პაკეტის მფლობელი უკრაინელი სპონსორები გახდნენ, თუმცა უცხოელმა ინვესტორებმა კლუბი მალე დატოვეს. იმ დროისთვის „ზუგდიდის“ 49%-ს ქალაქის მერია ფლობდა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა, რომ კლუბის საკუთარი წილის 25 %-ს მერიას უსასყიდლოდ დაუთმობს. 

ამავე თემაზე:

ს.კ. „ზუგდიდის“ 51%-იანი წილი კვლავ აუქციონზე გაიყიდება (ვიდეო)

ს.კ. „ზუგდიდის“ ვიცე-პრეზიდენტად ზაზა ჯანაშია ინიშნება (ვიდეო)

ს.კ. „ზუგდიდი“ კვლავ მუნიციპალურ საკუთრებაშია (ვიდეო)

კლუბ "ზუგდიდის" 51 % უკრაინელმა ინვესტორმა იყიდა
Print