რეგიონი
რაულ ხაჯიმბა: ნარკოტიკებით ვაჭრობა სიკვდილით უნდა ისჯებოდეს
ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა უნდა დაწესდეს, განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, „აფხაზეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმია გამოცხადებული, თუმცა, ნარკომოვაჭრეებს სამუდამო პატირმობა უნდა მიესაჯოთ“.

„შსს - ს მუშაობა ამ მიმართულებით, არ არის დამაკმაყოფილებელი, თუმცა, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არის დადებითი ძვრებიც“, - აღნიშნა ხაჯინბამ.

აფხაზური მედიის ცნობით, პრესკონფერენციაზე ეკონომიკური და სოციალური საკითხები განიხილეს.


Print