რეგიონი
სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ გასხვისდება
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, კონსტიტუციაში გაკეთდება ჩანაწერი, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების მესაკუთრე არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანება, თვითმმართველი ერთეული და სახელმწიფო.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვაცხადოთ მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების მუხლზე. მორატორიუმი გამოცხადებული იქნება კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედებამდე. ამ დროში შეჩერდება ყოველგვარი გასხვისება სასოფლო-სამეურნეო მიწების. ასევე მოკლე ვადაში შემუშავდება ორგანულ კანონში შესატანი ის ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციაში დაგეგმილ ჩანაწერთან იქნება შესაბამისობაში“, - განაცხადა ბესელიამ.

მორატორიუმთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.



Print