რეგიონი
მე ზუგდიდელი ვარ - ვიქტორინის ფინალური ტურის გამარჯვებულები (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ვიქტორინის ,,მე ზუგდიდელი ვარ’’ ფინალური ტური ჩატარდა. კონკურსის გამარჯვებული პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ, მეორე და მესამე ადგილზე კი მეექვსე და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები გავიდნენ. გამარჯვებულებს საჩუქრები ქალაქის მერიამ გადასცა.


,,დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პროექტის ორგანიზატორებს. ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაში იყო. დიდი შრომა ჩავდეთ იმაში, რომ საბოლოოდ გაგვემარჯვა,’’- აღნიშნა გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა მიხეილ ბერიშვილმა.

პროექტის ორგანიზატორის თეონა ხუბულავას თქმით, ვიქტორინის მიზანია, ეთნიკური და კულტურული ფასეულობების პატივისცემა, პოპულარიზაცია და მშობლიურ ქალაქზე ცოდნის ამაღლება.

ვიქტორინა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის და ზუგდიდის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. კონკურსი, რომელშიც 12 საჯარო სკოლა მონაწილეობდა, წელს მეორედ გაიმართა.

Print